პუტინის სახელობის გენოციდი - რის მიღწევას ცდილობს კრემლის ბინადარი კიევის დაუნდობელი დაბომბვებით?! - კვირის პალიტრა

პუტინის სახელობის გენოციდი - რის მიღწევას ცდილობს კრემლის ბინადარი კიევის დაუნდობელი დაბომბვებით?!

ამერიკა-ევროპას „პეტრიოტის“ რაკეტები საწყობებში „გილპებათ“, პუტინის „ისკანდერები“ კი კიევს ანადგურებენ - სასოწაკვეთილი ამოძახილი უკრაინიდან...

ომსაც კი აქვს თავისი კანონები და როდესაც იარაღი მიზანმიმართულადაა გამოყენებული უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ამას ომის დანაშაული ჰქვია ან კიდევ უფრო უარესი შეფასება-მოსახლეობის გენოციდი-ეძლევა...

ის, რასაც აკეთებს პუტინის რუსეთი მეხუთე წელია უკრაინული მშვიდობიანი ქალაქების მასიური და დაუნდობელი დაბომბვებით, სწორედ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზნმიმართული გენოციდია, თუნდაც მარტო ერთი კონკრეტული სამხედრო-ტექნიკური მიზეზის გამო-რუსეთი უკრაინასთან ომში ძირითადად იყენებს მართვად იარაღს, მათ შორის „ისკანდერის“, „კინჟალის“, „კალიბრისა“ თუ „ცირკონის“ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, „გერანის“ კამიკაძე-დრონებსა და პლანირებად-კორექტირებად საავიაციო ბომბს, რომლებიც აღჭურვილნი არიან ზუსტი დამიზნების სხვადასხვა სისტემებით და მიზანთან 10-30 მეტრის სიზუსტით ეცემიან.

1-kievi-1783329450.png

ფოტო: რუსული „ისკანდერის“ აფეთქების შედეგად ნახევრადჩამოშლილი საცხოვრებელი კორპუსი კიევში...

შესაბამისად ის, რომ რუსეთის საჰაერო შეტევების სამიზნეები ასე ხშირად ხდებიან საცხოვრებელი კორპუსები უკრაინის ქალაქებსა და მათ შორის დედაქალაქ კიევში, მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - ასეთი დამიზნება სპეციალურად ხდება იმისთვის, რომ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი დაღუპული და დაჭრილი იყოს, რათა უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაშინდეს და თავის ხელისუფლებას მოსთხოვოს ამ ომის რაც შეიძლება მალე დამთავრება, მათ შორის წამგებიანი ზავისა თუ სულაც კაპიტულაციის სახით აგრესორ რუსეთთან...

2 ივლისს რუსეთმა კიევი სასტიკად დაბომბა, რასაც 31 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, 102 კი დაიჭრა/დაშავდა.

ეს იყო უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა, თუმცა დღეს აგრესორმა კვლავ გაიმეორა კიევზე მასიური საჰაერო შეტევა-6 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატების და სხვადასხვა ტიპის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 419 სამიზნიდან 363 ჩამოაგდეს. დარტყმა დაფიქსირდა 34 ლოკაციაზე 29 ბალისტიკური რაკეტითა და 18 დრონით.

6 ივლისის შუადღისთვის ცნობილია, რომ რუსეთის დაბომბვის შედეგად კიევში დაიღუპა 11 მშვიდობიანი მოსახლე,დაშავდა 47, თუმცა, როგორც უკრაინელების მწარე გამოცდილება უჩვენებს, ეს ციფრები შეიძლება, სამწუხაროდ, კიდევ გაიზარდოს, როდესაც მაშველები რუსული რაკეტების აფეთქებებისგან ნახევრად დანგრეულ საცხოვრებელ კორპუსებს ბოლომდე შეამოწმებენ.

2-kievi-1783329498.png

ფოტო: 6 ივლისს რუსეთის ტერიტორიიდან კიევზე მიტანილ მასიურ საჰაერო შეტევაში მონაწილე რუსული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების,ასევე კამიკაძე-დრონების ფრენის ტრაექტორიები...

საგულისხმოა, რომ რუსეთი კიევის ნანგრევებად გადასაქცევად იყენებს იმ ტაქტიკას, რომლის საშიშროებაზეც ჩვენ ამ ბლოგში უკვე ვწერდით...

კერძოდ,უკრაინის საჰაერო ძალებს თითქმის აღარ დარჩათ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილი PAC-3 ტიპის ანტირაკეტები, მხოლოდ რომლებსაც შეუძლიათ მეტ-ნაკლები წარმატებით მოიგერიონ რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერ-მ“-ებისა და აერობალისტიკური „კინჟალების“ რაკეტები.

ასევე დაგაინტერესებთ: მართლაც დაიპყრეს უკრაინული კონსტანტინოვკა, თუ რუსეთის გენშტაბი ისევ ატყუებს პუტინს?

ყირიმიდან რუსების გაქცევის დრო ახლოვდება?! - უფეთქებენ თვითმფრინავებს დაცულ ანგარებშიც

40 დღე რუსეთის იძულებისთვის! - ზელენსკის ულტიმატუმი პუტინს

ნონსესი - ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტით, ტრამპმა თავისდაუნებურად...უკრაინას გამარჯვებისკენ უბიძგა

ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლებას, შესაბამისად პუტინის სამხედრო დამნაშავეები კიევისკენ სწორედ ასეთ რაკეტებს უშვებენ, იციან, რომ უკრაინელ მეზენიტეებს მათი მოგერიება აღარ შეუძლიათ.

კიევზე დღევანდელი საჰაერო შეტევის დროს რუსეთმა 23 „ისკანდერი“ და 6 „ცირკონი“ გამოიყენა, რომელთაგან ვერც ერთის ჩამოგდება ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო თავდაცვამ, მაშინ როდესაც გასულ წლებში შეტევაზე გადმოსული რუსული „ისკანდერების“ ნახევარს თუ არა, მესამედს მაინც აგდებდა.

3-kievi-2-1783329541.jpg

ფოტo: ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილი PAC-3 ტიპის ანტირაკეტების მწვავე დეფიციტის გამო, უკრაინელ მეზენიტეებს აღარ შეუძლიათ მოიგერიონ კიევზე მიმართული პუტინის „ისკანდერები“...

ამის შემხედვარე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დასავლეთის მისამართით თითქმის სასოწარკვეთილ გზავნილს აქვეყნებს-„ჩვენმა მეომრებმა დღეს კარგად იმუშავეს დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების მოგერიებაში, მაგრამ სამწუხაროდ არა რუსული ბალისტიკური რაკეტების. მიზეზი კი ანტირაკეტების არასაკმარისი მარაგია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ - პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა - ანკარაში ნატო-ს სამიტი ჩვენი საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად, და შესაბამისად, რიგითი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, მტკიცე გადაწყვეტილებებით დაასრულონ. სანამ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი ანტირაკეტები ჩვენი მოკავშირეების საწყობებში ინახება, რუსეთი მხოლოდ მეტად არის წახალისებული, განაგრძოს საცხოვრებელი შენობების „დამარცხება“. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას საკმარისი ძალა აქვთ ამ ტერორის შესაჩერებლად“, - აცხადებს ზელენსკი…