ამერიკა-ირანის მესამე საჰაერო ომი იწყება: როდის ჩაერთვება ისრაელი?!
მეორე დღეა აშშ-ი ისევ ბომბავს ირანის სანაპირო ზოლსა და კუნძულებს იმის საპასუხოდ, რომ ირანელებმა ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ტანკერს რაკეტები ესროლეს. პასუხის პასუხად კი, ირანი საჰაერო დარტყმებს აყენებს ბაჰრეინსა და ქუვეითში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს...
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი რაუნდი დაასრულეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 90 სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.
„აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ დაახლოებით 90 ირანულ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო სათვალთვალო აქტივებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, საზღვაო შესაძლებლობებსა და სამხედრო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას“, - წერს CENTCOM-ი X-ზე.
მათი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო „კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობები თავს დაესხას კომერციულ გემებსა და უდანაშაულო მშვიდობიან მეზღვაურებს ჰორმუზის სრუტეში“.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით კი, აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყეს.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიშები მიიტანეს საკვანძო ინფრასტრუქტურასა და ობიექტებზე ქუვეითში მდებარე არიფჯანის და ალი ალ-სალემის, ასევე ბაჰრეინში მდებარე ჯუფაირის და შეიხ ისას ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებს კვლავ განახორციელებს, საპასუხო თავდასხმები რეგიონის სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც გავრცელდება.
ნიშნავს ეს ყველაფერი იმას თუ არა, რომ იწყება ან უკვე დაიწყო ამერიკა-ირანის მესამე საჰაერო ომი?
პირველ საჰაერო ომი 2025 წლის 13-25 ივნისს გაიმართა ისრაელსა და ირანს შორის, რომელშიც 22 ივნისს ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენები „სულები“ და ფრთოსანი რაკეტები „ტომაჰავკებიც“ ჩაერთვნენ,რ ოდესაც წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენეს ირანის ბირთვულ ობიექტებს.
მეორე საჰაერო ომი 2026 წლის 28 თებერვლის დილას დაიწყო ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი მასობრივი საჰაერო დარტყმებით ირანის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე, რა დროსაც ლიკვიდრებული იქნენ ირანის უმაღლესი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, მაგრამ ამან არ გამოიწვია აითოლების რეჟიმის ჩამოშლა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, როგორც ამას წინასწარ არწმუნებდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს.
გასულ თვეში აშშ-სა და ირანს შორის თითქოს შედგა სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის, ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ამერიკული საზღვაო ბლოკადის მოხსნის თაობაზე, მაგრამ როგორც ხედავთ საჰაერო დარტყმების გაცვლა განახლდა და არის ყველა პირობა, რომ ეს უფრო ხანგრძლივ მესამე საჰაერო ომში გადაიზარდოს იმის პერსპექტივითაც, რომ საბრძოლო დაპირისპირებამ უშულოდ ხმელეთზე გადაინაცვლოს, თუკი პენტაგონი მართლაც შეეცდება ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს რამდენიმე ირანული კუნძულის დაპყრობას და ჰორმუზის სრუტის საზღვაო დერეფნის ძალით „გაჭრას“...
წინა ორივე საჰაერო ომის წამოწყების საბაბი გახლდათ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, რომ აითოლების რეჟიმის ხელში არ აღმოჩენილიყო ბირთვული იარაღი, რაც ნამდვილად არ იქნება კარგი მთელი მსოფლიოსთვის და მით უმეტეს ირანის სამეზობლოსთვის...
ამჯერად კი შეიარაღებული დაპირისპირების განახლების მთავრი მიზეზი...ფულია, დიდი ფული!
სპარსეთის ყურიდან ომანის ყურესა და შემდგომ ინდოეთის ოკეანეში გასვლისას, ტანკერებმა აუცილებლად უნდა გაცურონ ჰორმუზის სრუტეში, რისთვისაც ირანს სურს გადასახადის დაწესება, ამერიკელებს ეს კი არ აწყობთ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური რეიტინგის დაცემის საფრთხის გამო და ამიტომაც ცდილობენ, ომანის სანაპიროს გასწვრივ „გააპარონ“ ეს ტანკერები.
ტანკერების კაპიტნები ცდილობდნენ ნავთობით დატვირთული ეს უზარმაზარი გემები ჰორმუზის სრუტიდან გაიყვანონ სამხრეთი მარშრუტით, რომელიც ომანის სანაპიროს გაყოლებით გადის და არა ჩრდილოეთის მარშრუტით, ირანის სანაპიროს გასწვრივ და ისინი შესაბამისად, ირანული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების პოტენციური სამიზნეები ხდებიან...
ასევე დაგაინტერესებთ: 2 დღეში აფეთქებული 12 რუსული ტანკერი და სატვირთო გემი ანუ რუსებო სასწრაფოდ გაიქეცით ყირიმიდან!
პუტინის კოშმარი - უკრაინული კამიკაძე-დრონების ახალი რეკორდი: აგიზგიზებული ყველაზე დიდი ნავთობქარხანა
პუტინის სახელობის გენოციდი - რის მიღწევას ცდილობს კრემლის ბინადარი კიევის დაუნდობელი დაბომბვებით?!
მართლაც დაიპყრეს უკრაინული კონსტანტინოვკა, თუ რუსეთის გენშტაბი ისევ ატყუებს პუტინს?
აითოლების რეჟიმს მიაჩნია, რომ ახლა, როდესაც ისრაელი გამოეთიშა(დროებით?!) ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი „აჩერებს ომს“ და ძალიანაა დაინტერესებული ირანთან თუნდაც დროებით ზავზე, სანამ აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები ჩაივლის, დადგა იმის დრო, რომ შეცვალონ ისტორია და ჰორმუზის სრუტე „სალაროდ“ გადააქციონ, რითაც ყოველწლიურად 40 მლრდ დოლარამდე დამატებითი შემოსავლის მიღებას გეგმავენ, თუკი ამ სრუტეში გამცურავ თითოეულ სუპერტანკერს 2 მლნ დოლარიან გადასახადს „შეაწერენ“...
ტრამპის ადმინისტრაცია ამას ვერ დათანხმდება, რადგან ეს მისთვის „პოლიტიკური თვითმკვლელობის“ ტოლფასი გახდება და ოპოზიციონერი დემოკრატების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვევიან...
თუკი აშშ-მა უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი გახადა ირანის წინააღმდეგ წამოწყებული მესამე საჰაერო ოპერაცია, მასში ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩაერთვება ისრაელიც, რომელიც მუდამ კბილებს ილესავს ირანზე და 7 აპრილს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების გამო,ნ ეთანიაჰუ ტრამპს დაემდურა კიდეც, თუმცა ამ უკანასკნელმა თავის სტილში მთელ მსოფლიოს ამცნო - ბიბიმ(ასე ეძახის ტრამპი ნეთანიაჰუს) იცის, თუ ვინ არის აქ მთავარი!..