რუსეთს უკრაინაში ომის უპირობო შეწყვეტა თბილისმაც მოსთხოვა, ერევანმა, ბაქომ და ვაშინგტონმა კი თავი შეიკავეს - რატომ?! - კვირის პალიტრა

რუსეთს უკრაინაში ომის უპირობო შეწყვეტა თბილისმაც მოსთხოვა, ერევანმა, ბაქომ და ვაშინგტონმა კი თავი შეიკავეს - რატომ?!

"პუტინ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტე საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში!" - ასეთი კატეგორიული და ხმამაღალი ღია განცხადებით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის ხელისუფლებამ...

საგულისხმოა, რომ ამ 50-ზე მეტი ქვეყნის ჩამონათვალში, ვინც უკრაინაში აგრესორი რუსეთისგან ომის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელმოწერაცაა, რაც მისასალმებელია იმის ფონზე თუ, სამწუხაროდ, ბოლო წლებია, როგორი არც თუ სახარბიელო დიპლომატია მოქმედებს ოფიციალურ კიევსა და თბილისს შორის.

სამაგიეროდ, გაკვირვებასა და კითხვის ნიშნებს აჩენს ის, რომ პუტინისგან უკრაინაში ომის შეჩერებაზე გაერო-ს 50-ზე მეტი ქვეყნის ხელმომწერებს შორის არ არის სომხეთისა და აზერბაიჯანის დასახელებები...

თითქოს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან - ალიევთან თავიდანვე ძალიან კარგი პირადი ურთიერთობები აქვს, ხოლო ბოლოს კი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსაც კი „ჩაეხუტა“, ერევანში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ და რა მოხდა ისეთი, რომ ბაქო და ერევანი არ შეურთდნენ კრემლისადმი ამ სამართლიან და ძალზე საჭირო მოთხოვნას?

დავიჯეროთ ალიევსა და ფაშინიანს პუტინის გაღიაზიანება არ სურდათ?

მაშინ რა თქვას იმ საქართველომ, რომლის ტერიტორიის 20 %-ი, ისევე როგორც უკრაინის, რუსეთს აქვს ოკუპირებული და არსად გამქრალა რუსული სამხედრო აგრესიის გაგრძელების საფრთხე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე?

ბოლო დღეებში რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, ფაშინიანმა საკმაოდ უდიერად „მოიკითხა“ დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანო და იქ დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, დღეს კი რუსეთმა თავად გარიცხა სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან.

სომხეთ-რუსეთს შორის ამჟამად მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესები ძალზე წააგავს 2004-2008 წლების საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულობის პერიოდს, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის არმიის შემოჭრითა და აგვისტოს ომით დასრულდა საქართველოსთვის.

სომხეთთან რუსეთს საერთო სახმელეთო საზღვარი არ აქვს, თუმცა თავად ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჰყავს განთავსებული გიუმრის სამხედრო ბაზა, 4 ათასამდე სამხედროთი და „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო რაზმები ათასამდე რუსი მესაზღვრით, რაც უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლაცდარმს, თუკი პუტინი კრემლში რაღაც მორიგ „საზიზღრობას“ ჩაიფიქრებს, ამჯერად ევროპისკენ „გაჭრის“ მსურველი სომხეთის წინააღმდეგ...

ყოველივე ამის ფონზე, შეიძლება ფაშინიანს არ სურდა პუტინის კიდევ უფრო „გადამტერება“, მაგრამ რატომ შეიკავა თავი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა, რომელმაც მაშინაც კი არ დაიხია უკან, როდესაც რუსმა მეზენიტეებმა გროზნოს თავზე რაკეტებით შეცდომით დაააზიანეს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, კატასტროფა ყაზახეთის ტერიტორიაზე განიცადა და მის ბორტზე მყოფი ათობით ადამიანი დაიღუპა...

რუსეთი ტრადიციულად არ აპირებდა აღიარებას, რომ მორიგი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო (ისე, როგორც ჩამოაგდო ქართული სამგზავრო თვითმფრინავები 1993 წლის სექტემბერში, აფხაზეთის ომის ბოლოს, რასაც დღემდე უარყოფს), მაგრამ სწორედ პრეზიდენტ ალიევის მტკიცე პოზიციის შემდეგ, პუტინი იძულებული გახდა, ეს სახალხოდ ეღიარებინა.

ასევე დაგაინტერესებთ: ყველაზე უცნაური სამხედრო აღლუმი კიევში... მხოლოდ დრონებით! - ვიდეო

უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე რუსეთზე „ფლამინგოების“ ზალპით აღნიშნა

"ბანდეროლი“-იაფფასიანი, მაგრამ ძალზე საშიში რუსული "გზავნილი“ უკრაინის ქალაქებისკენ...

დღე-ღამეში 1 000-ზე მეტი კამიკაძე-დრონით შეტევა რუსეთზე - უკრაინა ომის ახალ რეკორდს ამყარებს...

საინტერესოა, რა რეაქცია ექნება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის იმაზე, რომ არც ალიევის აზერბაიჯანი და არც ფაშინიანის სომხეთი არ შეუერთდნენ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მთავრობების ოფიციალურ და კატეგორიულ მოთხოვნას, რომ აგრესორმა რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი მისი ქვეყნის წინააღმდეგ...

რაც შეეხება იმას, რომ ხელი ამ პეტიციას არც აშშ-მა მოაწერა, ეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისგან გასაკვირი უკვე აღარ არის - იმ „საოცრებების“ განხორციელება, რაც ტრამპს პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს არ დასცალდა, ის მეორე ვადაში „დაჩქარებული" ტემპებით ინაზღაურებს და 3 ნოემბერს, აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამოჩნდება... მიაღწევს თუ არა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ჩათავებამდე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი...