სუპერტანკერის აფეთქებისთვის ამერიკამ ირანის კუნძული დაბომბა, თეირანმა საპასუხოდ კი...
ჰორმუზის სრუტეში სიტუცია ისევ დაიძაბა. ესკალაცია განახლდა მას შემდეგ, რაც ამ სრუტის „ფარულად“ გაცურვის დროს ორ საზღვაო ნაღმზე აფეთქდა ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი...
არადა, მანამდე თავად პრეზიდენტი ტრამპი აცხადებდა, რომ ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა მთლიანად გაწმინდეს ჰორმუზის სრუტის სამხრეთ მარშრუტი ირანული საზღვაო ნაღმებისგან და ნაოსნობა უხიფათო გახდაო...

ფოტო: პრეზიდენტ ტრამპის „სიზმრებში“ „განადგურებული“ და ხელოვნური ინტელექტის მიერ „ნაჩვენები“ ირანული კუნძული ხარგი...
თუმცა, ირანულმა მხარემ კვლავ სცადა ჰორმუზის სრუტის ამ მონაკვეთის დისტანციურად დანაღმვა, რაკეტების საშუალებით, რომლებსაც ქობინებში საზღვაო ნაღმები ჰქონდათ დამონტაჟებული.
ამის არდასაშვებად სპარსეთის ყურის რაიონში განთავსებულმა ამერიკულმა სამხედრო დაჯგუფებამ კამიკაძე-დრონებით პრევენციული დარტყმები მიაყენა ირანის კუთვნილ კუნძულ ლარაკზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს...
თეირანმა კი საპასუხოდ არანაკლებ რვა ბალისტიკური რაკეტით შეუტია იორდანიაში მდებარე ორ სამხედრო-საჰაერო ბაზას, რომლებზეც ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები არიან დისლოცირებულნი...
ირანმა ესეც არ იკმარა და დამატებით საჰაერო შეტევა განახორციელა არაბეთის გაერთიანებული საამიროების იმ სამხედრო აეროდრომზეც, სადაც ამერიკული შვეულმფრენებია განთავსებული.

ფოტო: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის სამი მარშრუტი - ამერიკელები ტანკერებს, მესამე, ყველაზე სამხრეთი მარშრუტით „აპარებენ“...
ყოველივე ამის ფონზე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, თავის სტილში, სოციალურ ქსელში გაავრცელა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოკლიპი, წარწერით -„კუნძული ხარგი ნანგრევებად იქცევა!!!“, რომელზეც ირანის ენერგეტიკული ჰაბი, კუნძული ხარგი, მთლიანად „ნადგურდება“…
არის ეს თავად ტრამპის ფანტაზიის ნაყოფი თუ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მართლაც აპირებს გასცეს ბრძანება ირანული კუნძულის ხარგის, რომელიც ომამდე ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ს ახორციელებდა, სრულ განადგურებაზე (რაც ირანის ისედაც ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას სრული ჩამოშლისკენ უბიძგებს), უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...
მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ 3 ნოემბრამდე, ამერიკის კონგრესში შუალედურ არჩევნებამდე, ტრამპი მაინც თავს შეიკავებს ირანის წინააღმდეგ სერიოზული სამხედრო ოპერაციის განახლებისგან, ხოლო თუკი ამ არჩევნებში მისმა მომხრე რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს (არადა დემოკრატებს უფრო მეტი შანსი აქვთ გამარჯვების), მაშინ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებები „ურჩი“ ირანის წინააღმდეგ უფრო „გაბედული“ გახდება...
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინს მორიგი მფრინავი „დათვიც“ აუფეთქეს, ოღონდ...უკვე ძრავებდახსნილი...
ამერიკული რაკეტებით დარტყმა დონეცკზე და ახალი "ისკანდერების" ზალპი კიევზე ?! - რა ხდება ფრონტზე
„მფრინავი ტერმინატორები“ - ხელოვნური ინტელექტი უკრაინის ომში
მაკრონის ულტიმატუმი ზელენკის - ევროკრედიტით უკრაინამ მხოლოდ ევროპული იარაღი უნდა იყიდოს
მანამდე კი, დიდი ალბათობით, გაგრძელდება სწორედ ასეთი პატარ-პატარა სამხედრო შეტაკებები, საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებებით...
ჰორმუზის სრუტის სამხრეთ მარშრუტით ამერიკული სამხედრო ძალის საფარქვეშ ყოველდღიურად „იპარებიან“ იმ რაოდენობის ტანკერები და სხვა სავაჭრო გემები, რაც ომამდელი რაოდენობის ორ მესამედს შეადგენს, შესაბამისად, ნავთობის მსოფლიო ფასები არ „ჩამოიშალა“, თუმცა - მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ფოტო: სქემატურად ასე გამოიყურება ირანული ღუზიანი და მაგნიტური საზღვაო ნაღმების განთავსება ჰორმუზის სრუტეში...
ასეთი სიტუაციის შენარჩუნება 3 ნოემბრის არჩევნებამდე აწყობს ტრამპის ადმინისტრაციას, მაგრამ ის დამღუპველად მოქმედებს ირანის ეკონომიკაზე, რადგან ამერიკული სამხედრო ხომალდები აგრძელებენ ირანული და ირანის პორტებისკენ მიმავალი ყველა სავაჭრო გემის ბლოკირებას. უკვე უკან გაბრუნებულია 83 გემი, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ირანის ბიუჯეტს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ცდილობს, როგორმე ასევე დაბლოკოს ჰორმუზის სრუტის სამხრეთით, ომანის სანაპიროს გასწვრივ ამერიკელების დაცვის ქვეშ ტანკერების „გაპარება“ და შეძლებისმაგვარად ახდენს მის დისტანციურად დანაღმვას საზღვაო ნაღმების გამოყენებით, რასაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება პენტაგონი...