ორი დიდი ტრაგედია უკრაინაში და რუსული სამხედრო დანაშაული - ზელენსკის ტრამპის ქმედებებზე ბოლოს და ბოლოს „ამოასხა“ - კვირის პალიტრა

ორი დიდი ტრაგედია უკრაინაში და რუსული სამხედრო დანაშაული - ზელენსკის ტრამპის ქმედებებზე ბოლოს და ბოლოს „ამოასხა“

ზელენსკის ტრამპის ქმედებებზე ბოლოს და ბოლოს „ამოასხა“...

2025 წლის თებერვლის სკანდალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გაიმართა და რომელზეც მეორედ არჩეულ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის საუბარი ხელების გაშლაში გადავიდა, ხოლო ზელენკიმ და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსიმ ტელეკამერების წინ პირდაპირ ეთერში კინაღამ „წააყარეს“ კიდეც, კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები თითქოს დალაგდა...

მას შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ამერიკელ კოლეგას მადლობები არ უხადოს, იცის რა, ტრამპის თვითმოყვარეობის გრძნობების თაობაზე, რითაც აშშ-ის 47-ე მხცოვანი პრეზიდენტის გულს იგებს...

თუმცა, ზელენსკისაც ბოლოს და ბოლოს „ამოასხა“, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ორი დიდი ტრაგედია დატრიალდა უკრაინის ქალაქებში აგრესორი რუსეთის მორიგი დაბომბვების შედეგად-ქალაქ პრილუკში რუსული ფრთოსანი რაკეტის საცხოვრებელ კორპუსზე პირდაპირი მოხვედრის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი, დაშავდა 54-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო ქალაქ კრამატორსკში რუსული მართვადი საავიაციო ბომბის აფეთქებისგან დაზიანდა ორი სარეისო სამგზავრო ავტოსბუსი, რის შედეგადაც დაიღუპა 33 მგზავრი, ხოლო 18 კი დაშავდა.

ორივე შემთხვევაში პუტინის რუსეთის არმიამ გამოიყენა მართვადი იარაღი მიზანმიმართულად უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის გასანადგურებლად, რასაც ომში სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ,რომელიც რუსული რაკეტის მიერ დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის წინ იდგა და ინტერვიუს აძლევდა, თავი ვეღარ შეიკავა და ტრამპის ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში მკაცრად გააკრიტიკა...

“გესმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, რუსებს სამომავლო ეკონომიკურ პროექტებზე ელაპარაკებოდე და, მეორე მხრივ, ამბობდე, რომ პოლიტიკურ ვითარებაში ვართ, რაღაც დიპლომატიურ ჩიხში. არ ვართ დიპლომატიურ ჩიხში. ჩაკეტეთ მათი მთელი ეკონომიკა. პირი გაუკერეთ რუსეთს. ნუ კვებავთ მათ თქვენი მიყიდვებით. უბრალოდ სანქციები დაუწესეთ მათ შეიარაღებას. გახსენით “სტარლინკი” ჩვენთვის, უკრაინისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-მა “სტარლინკი” გახსნა, როდესაც ირანს პასუხობდა, რის შედეგადაც “ისრაელი მთლიანად აკონტროლებდა ირანის ცას”.

“ანუ, როდესაც გჭირდებათ, ეს მუშაობს… მათთვის უკრაინის დახმარება არაფერი არ ღირს. და ღიად ვამბობ: “მოგვეცით, დაგვეხმარეთ დავიცვათ ცა და დომინაცია მოვიპოვოთ. შედეგად პუტინი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. რატომ? რადგან დაკარგავს ყველაფერს. სამ, ორ თვეში ყველაფერს დაკარგავს. და ჩვენ ველოდებით როდის ექნებათ ჩინელებს ამის ანალოგი და რუსებს გადასცემენ. მაშინ სად არის აქ სიმართლე, სად არის აქ პატიოსნება, სად არის ეს ყველაფერი? რა ჩიხი? ეს ჩიხი არაა, ეს ნების ნაკლებობაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ: უკრაინელებმა რუსულ "მფრინავ თეფშს" მიაკითხეს - ყველაზე დიდ „მრგვალ“ აეროდრომსაც დაარტყეს

ნეტავ მას, ვინც გაღარიბებული ურანის ქილაში 700 ათასის გადახდას თუ მართლაც აპირებდა...

რუსულ სოჭთან ღამით აფეთქებულმა ტანკერმა ოკუპირებული გაგრაც კი გაანათა...

უკრაინულმა ტანკებმა ერთხელ უკვე დაცხრილეს მოსკოვში „თეთრი სახლი“...

უკრაინის ხელისუფლება ჯერ კულუარულად ეხვეწებოდა თეთრ სახლსა და ილონ მასკს „სტარლინკის“ თანამგზავრული სისტემის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის თავზე ამოქმედებას, რათა უკრაინულ კამიკაძე-დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს შესძლებოდათ რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების დიდი სიზუსტით დაზიანება/განადგურება.

ამ კულუარულმა თხოვნამ უკვე ღია სახე მიიღო,მაგრამ მიუხედავად ამისა არც ილონ მასკი და არც პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებენ ამის გაკეთებას,რაც კიდევ უფრო უარესად გამოჩნდება უკრაინისთვის იმის ფონზე,რომ რუსეთი რამდენიმე თვეში სრულად აამოქმედებს უკრაინის ტერიტორიის თავზე „სტარლინკის“ ანალოგიურ რუსულ თანამგზავრულ სისტემას „რასვეტს“,რაც უკრაინაზე რუსული დრონებისა და რაკეტების მასიურ შეტევებს ბევრად უფრო ზუსტს გახდის.