ილონ მასკის საჩუქარი პუტინს - რას გამოიწვევს ფრონტზე უკრაინის არმიისთვის "სტარლინკის" სიჩქარის შეზღუდვა?! - კვირის პალიტრა

ილონ მასკის საჩუქარი პუტინს - რას გამოიწვევს ფრონტზე უკრაინის არმიისთვის "სტარლინკის" სიჩქარის შეზღუდვა?!

ილონ მასკიც უერთდება ტრამპის შანტაჟს და უკრაინის არმიას „სტარლინკის“ სიჩქარეს უზღუდავს?!

ეს უკვე შემთხვევითობას აღარ ჰგავს -14 ოქტომბრის ღამეს SpaceX-მა შეზღუდა Starlink-ის ტერმინალის სიჩქარე მოძრაობის დროს, რამაც გავლენა მოახდინა უკრაინულ კამიკაძე-დრონებზე, რომლებიც რუსეთის ძალებს ესხმოდნენ თავს…

"სტარლინკის“ კავშირი წყდებოდა 160 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას. შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი საბრძოლო მისია ჩაიშალა", - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის სატრანსპორტო საშუალება (რომელზეც „სტარლინკის“ მობილური თანამგზავრული ანტენაა დამონტაჟებული), განავითარებს რა 160 კმ/სთ-ზე ანუ 100 მილი/სთ-ში მეტ სიჩქარეს, „სტარლინკის“ მუშაობა ავტომატურ რეჟიმში იბლოკება...

ეს შეიძლება არ ემუქრებოდეს უკრაინის არმიის ჯავშანმანქანებსა თუ საზღვაო კატარღა-დრონებზე დამონტაჟებულ „სტარლინკის“ ანტენებს, რადგან ისინი 160 კმ/სთ სიჩქარეს არ აჭარბებენ, მაგრამ ეს შეზღუდვა წარმოადგენს საოცარ საჩუქარს რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, რადგან უკრაინული თვითმფრინავის კონსტრუქციის შიდაწვისძრავიანი კამიკაძე-დრონების სიჩქარე 180 კმ/სთ-ია, მათ შეუძლიათ უფრო მცირე სიჩქარითაც ფრენა, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტად ადვილი სამიზნე ხდებიან რუსული მობილური საზენიტო ჯგუფების ტყვიამფრქვევებისთვის.

და ამ საჩუქარს ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უძღვნის, რადგან ამის შეფასება სხვანაირად არ შეიძლება!

ბოლო ორი წელია, კიევი გამუდმებით ეხვეწებოდა ცალკე პრეზიდენტ ტრამპს და ცალკე - Starlink-ის „შეფს“-ილონ მასკს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის თავზეც გაეხსნათ ამ თანამგზავრული ინტერნეტკავშირის ფუნქციონირება, რაც უკრაინულ შორი მოქმედების კამიკაძე-დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს აგრესორი რუსეთის მნიშვნელოვან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე ზეზუსტი საჰაერო დარტყმების საშუალებას მისცემდა...

მაგრამ, როგორც ხედავთ, ილონ მასკმა, დიდი ალბათობით, პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებით, საპირისპირო სვლა გააკეთა და 160 კმ/სთ-მდე შეზღუდა უკრაინის საჰაერო სივრცეში (მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების თავზეც) „სტარლინკის“ მობილური ანტენების გადაადგილების სიჩქარე, რაც უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს...

ასევე დაგაინტერესებთ: კიევისკენ ექვსი რუსული ბალისტიკური რაკეტის სტარტი ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრებს „გამოეპარათ“ თუ ტრამპმა სპეციალურად „დაახუჭინა თვალები“?!

"ორდერი" მკვლელობისთვის?! - ირანთან ომში „შერცხვენილი" ტრამპი თავისი შანტაჟით უკრაინასაც ომში წაგებისკენ უბიძგებს

კრემლს შიში აუხდა-რუსეთს აფხაზეთიდან მაინც ბომბავენ...

ამიერიდან, უკრაინის დასაბომბად პუტინს ტრამპი დააფინანსებს რუსული დიზელის შესყიდვით?!

იმის ფონზე, რომ მეორე დღეა, ამერიკული მხარე აღარ აწვდის უკრაინის ხელისუფლებას რუსული ბალისტიკური რაკეტების სტარტების შესახებ ინფორმაციას, დროის რეალურ რეჟიმში და უკრაინის საჰაერო თავდაცვაც ვეღარ ასწრებს საჰაერო განგაშის დროულად გამოცხადებას კიევსა თუ სხვა უკრაინულ ქალაქებში (რაც პირველ რიგში, ამ ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს ემუქრება), დამატებით „სტარლინკის“ სისტემის შესაძლებლობების სპეციალურად და თანაც - გაუფრთხილებლად შეზღუდვა უკრაინის არმიისთვის საბოლოოდ ამყარებს შემდეგ მძიმე მოსაზრებას - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და თავად ილონ მასკიც (რომელიც ისევ შეურიგდა ტრამპს და მოიწონა კიდეც რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების დროებით გაუქმება და ასევე წინააღმდეგია უკრაინული საჰაერო დარტყმების გაგრძელებისა, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე) შეგნებულად და მიზანმიმართულად მოქმედებენ იმისთვის, რომ აგრესორ რუსეთთან ისედაც უთანასწორო, ფართომასშტაბიან და დროში გაწელილ ომში აღმოჩენილ უკრაინას მოახლოებული ზამთრის პერიოდში შეუქმნან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური სახის დამატებითი პრობლემები, რათა ოფიციალური კიევი აიძულონ, წავიდეს სერიოზულ დათმობებზე, თვით კაპიტულაციის ჩათვლითაც კი, კრემლის ბინადარ პუტინთან...

ამ ყველაფერს კი ობიექტურად შეაფასებს ისტორია, მაგრამ მანამდე, 3 ნოემბრის აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამოჩნდება, თუ რამდენად ადეკვატურად აზროვნებს მილიონობით ამერიკელი ამომრჩეველი, რომელთა დიდ ნაწილს ეძლევა საშუალება, მოქმედი პრეზიდენტის პარტიის წინააღმდეგ მისცეს ხმა, რითაც შესაძლებელი გახდება პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება - წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩენილ ორწლიან საპრეზიდენტო ვადაში იმპულსური და თავმოყვარე დონალდ ტრამპი კიდევ ბევრ პრობლემას შეუქმნის როგორც თავად ამერიკელებს, ისე - მთელ მსოფლიოს...