კიევისკენ ექვსი რუსული ბალისტიკური რაკეტის სტარტი ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრებს „გამოეპარათ“ თუ ტრამპმა სპეციალურად „დაახუჭინა თვალები“?! - კვირის პალიტრა

კიევისკენ ექვსი რუსული ბალისტიკური რაკეტის სტარტი ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრებს „გამოეპარათ“ თუ ტრამპმა სპეციალურად „დაახუჭინა თვალები“?!

გასულ ღამეს უკრაინასა და მის დედაქალაქ კიევს რუსეთმა „ტრადიციულად“ შეუტია რაკეტებითა და დრონებით, რაც უკვე აღარავის უკვირს, თუმცა განსხვავება წინაღამეების რუსული საჰაერო თავდასხმებისგან მაინც იყო, რადგან კიევში საჰაერო განგაშის გამოცხადება დროში დაემთხვა რუსული ბალისტიკური რაკეტების დაცემასა და აფეთქებას უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელ უბნებში...

საჰაერო განგაშის დროულად გამოცხადებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმემილიონიანი კიევისთვის, რათა მისი მოსახლეობის ნაწილმა მაინც მოასწროს თავშესაფრებში ჩასვლა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათი გადარჩენის ალბათობას.

როდესაც კიევზე შეტევა ხორციელდება ფრთოსანი რაკეტებით, რომლებსაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები არანაკლებ ათასი კმ-ის სიშორიდან უშვებენ ან შავი ზღვიდან რუსული ხომალდები „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების სტარტს ახდენენ, კიეველებს ერთი საათი მაინც რჩებათ იმისთვის, რომ აუჩქარებლად ჩავიდნენ მეტროში, მიწისქვეშა გადასასვლელებში თუ კორპუსების ავტოსადგომებში.

1-kie-1791882016.png
ამერიკული SBIRS-ის (Space Based Infrared System — კოსმოსური ბაზირების ინფრაწითელი სისტემა) თანამგზავრი მომენტალურად აფიქსირებს ბალისტიკური რაკეტის სტარტისას სარაკეტო ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილ მაღალტემპერატურიან ცეცხლის ფაკელს და დროის რეალურ რეჟიმში სიგნალს გადასცემს აშშ-ის კოსმოსური ძალების მართვის ცენტრს...

1-1,5 სთ-ით ადრე ცხადდება საჰაერო განგაში, თუკი უკრაინის დედაქალაქისკენ რუსული შიდაწვისძრავიანი კამიკაძე-დრონები მიფრინავენ და ეს დრო, მით უმეტეს, საკმარისია საიმედო თავშესაფრის მოსაძებნად.

ბევრად უფრო რთული სიტუაციაა, როდესაც აგრესორი რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს უშვებს კიევის მიმართულებით, ბრიანსკის ოლქიდან, რადგან კვაზიბალისტიკურ „ისკანდერებს“ უკრაინის დედაქალაქამდე სამასიოდე კმ-ის გადასალახავად ხუთი წუთიც კი არ სჭირდებათ.

და ამ ყველა შემთხვევაში კიეველების ერთგვარ „გამაფრთხილებელ ანგელოზად“... ამერიკული თანამგზავრული სადაზვერვო სისტემა იქცეოდა, რომლის ოპტიკური, ინფრაწითელი თუ რადიოლოკაციური დაზვერვის თანამგზავრები დროის რეალურ რეჟიმში აფიქსირებდნენ რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენების აფრენას აეროდრომებიდან, შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდების მზადებას ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად და კამიკაძე-დრონების მასობრივ გაშვებას, უკრაინის ქალაქებისკენ.

2-kie-1791882017.jpg
კიევის საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ბალისტიკური რაკეტის მოხვედრისა და აფეთქების საშინელი შედეგი...

ამერიკული მხარე ამ ინფორმაციას ოპერატიულად აწვდიდა უკრაინის გენშტაბს და უკრაინელი მეზენიტეებიც საბრძოლო პოზიციებს იკავებდნენ, ხოლო პარალელურად, კიევში და სხვა ქალაქებში საჰაერო განგაშს აცხადებდნენ...

12-13 ოქტომბრის ღამეს კი კიევში ექვსი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩავარდნას წინ არ უსწრებდა საჰაერო განგაშის გამოცხადება, რაც კიეველებისთვის მოულოდნელ საფრთხედ გადაიქცა...

უკრაინის საჰაერო თავდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული რაკეტების დედაქალაქზე შეტევა მათ მხოლოდ ბოლო მომენტში დააფიქსირეს, რადიოლოკაციური სადგურების საშუალებით და საჰაერო განგაში გამოაცხადეს, მაგრამ ამ რაკეტების რადიოლოკატორებით აღმოჩენიდან საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე ერთი წუთიც კი არ დარჩებოდათ კიეველებს თავშესაფრებში ჩასასვლელად...

ასევე დაგაინტერესებთ: კრემლს შიში აუხდა-რუსეთს აფხაზეთიდან მაინც ბომბავენ...

ამიერიდან, უკრაინის დასაბომბად პუტინს ტრამპი დააფინანსებს რუსული დიზელის შესყიდვით?!

ორი დიდი ტრაგედია უკრაინაში და რუსული სამხედრო დანაშაული - ზელენსკის ტრამპის ქმედებებზე ბოლოს და ბოლოს „ამოასხა“

უკრაინელებმა რუსულ "მფრინავ თეფშს" მიაკითხეს - ყველაზე დიდ „მრგვალ“ აეროდრომსაც დაარტყეს

3-kie-1791882017.jpg
თუკი რუსული „ისკანდერების“ სტარტებზე ამერიკელები დროულად აღარ გააფრთხილებენ უკრაინელებს, კიევის მაცხოვრებლებს კიდევ უფრო დიდი საფრთხე დაემუქრებათ...

რატომ მოხდა ასე და ხომ არ იქცევა ეს მუდმივად?

„არსენალ-ბლოგის“ გუშინდელ, 12 ოქტომბრის სტატიაში "ორდერი" მკვლელობისთვის?! - ირანთან ომში „შერცხვენილი" ტრამპი თავისი შანტაჟით უკრაინასაც ომში წაგებისკენ უბიძგებს“, გამოვთქვით ვარაუდი, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დაემუქრა უკრაინულ მხარეს სწორედ თანამგზავრული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით, თუკი ოფიციალური კიევი არ შეაჩერებდა საჰაერო შეტევებს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე...

ეს ყველაფერი დროში ერთმანეთს ძალიან საეჭვოდ დაემთხვა და თუკი ეს მართლაც ტრამპის პოლიტიკური შანტაჟია, რათა უკრაინას პუტინის რუსეთთან ისედაც უთანასწორო ომში დამატებით კაპიტულაციისკენ უბიძგოს, მაშინ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს მასობრივად დაემუქრება, რადგან მილიონობით ადამიანს აღარ დარჩება ის დამატებით რამდენიმე წუთი, რომ თავშესაფრებში მოასწროს ჩასვლა, რუსული სისტემატური და დაუნდობელი საჰაერო დარტყმების დროს...