დიდი ტრაგედიის დეტალები: განსაკუთრებული სისასტიკის რუსული ორმაგი დაბომბვა, რომლის მსხვერპლს ჯერ კიდევ პოულობენ - კვირის პალიტრა

დიდი ტრაგედიის დეტალები: განსაკუთრებული სისასტიკის რუსული ორმაგი დაბომბვა, რომლის მსხვერპლს ჯერ კიდევ პოულობენ

განსაკუთრებული სისასტიკის რუსული ორმაგი დაბომბვა, რომლის მსხვერპლს ჯერ კიდევ პოულობენ...

ეს არის საერთაშორისო ტერორისტების ხელწერა, როდესაც ტერორისტული აფეთქების ადგილას შეგროვილ მაშველებს,ექიმებსა და პოლიცილებს...მეორე აფეთქებას უწყებენ...

...და სწორედ ასე გააკეთა(მერამდენედ!) პუტინის არმიამ, როდესაც ჯერ უკრაინული სკოლა დაბომბა და შემდეგ იქ დაშავებულთა გამოსაყვანად და დაღუპულთა ნანგრევებიდან გამოსატანად მისული ადამიანები...

2026 წლის 2 ნოემბერს, რუსეთის საავიაციო დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კამიშევახეში (კომიშუვახა) დაღუპულთა რაოდენობამ 40 ადამიანს მიაღწია. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს არის ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე.

რუსულმა ძალებმა ჯამში 9 მართვადი ავიაბომბი (მათ შორის ФАБ-3000 ტიპის სამტონიანი ბომბები) ჩამოაგდეს. პირველი დარტყმა განხორციელდა ადგილობრივ სკოლაზე, სადაც იმ მომენტში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება რიგდებოდა.

1-kami-1793865483.jpg
უკრაინულ კამიშავეხიში აფეთქებული მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელშიც რამდენიმე ათეული უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლე ეფარებოდა რუსულ დაბომბვას...

პირველი აფეთქებების შემდეგ, რუსულმა ავიაციამ მეორე დარტყმა მიაყენა თავშესაფრებსა და იმ ტერიტორიას, სადაც პირველადი დახმარების აღმოსაჩენად მაშველები და პოლიციელები უკვე მისულები იყვნენ. დაღუპულთა შორის არის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 2 თანამშრომელი და 4 პოლიციელი.

ნანგრევების ქვეშ კვლავ მოყოლილია 30-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაკარგულად 50-მდე მოქალაქე ითვლება. მაშველები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა პროცესს ართულებს ხანძარი, სქელი კვამლი და განმეორებითი თავდასხმების მუდმივი საფრთხე.

კამიშევახეს (კომიშუვახა) მიზანმიმართულ დაბომბვასა და ასეთ მძიმე მასშტაბებს რამდენიმე ძირითადი სამხედრო-ტაქტიკური, გეოგრაფიული და პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა.

დასახლება ფრონტის ხაზიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარეობს. 2025 წლის ბოლოდან იგი ითვლება ფრონტისპირა ზონად, სადაც რუსული ავიაცია მუდმივად იყენებს მართვად ავიაბომბებს (KAB). ვინაიდან ეს ბომბები ათეულობით კილომეტრზე ფრინავენ, რუსულ თვითმფრინავებს შეუძლიათ მათი გაშვება უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონის მიღმა, რაც კამიშევახეს იოლ სამიზნედ აქცევს.

2-kami-1793865483.png
პირველ დაბომბვას მეორის მიყოლება, მაშველების გასანადგურებლად,რუსული ტერორისტული ხელწერაა...

რუსულმა ძალებმა პირველი დარტყმა მიაყენეს სკოლას, სადაც მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. მას შემდეგ, რაც ადგილზე მაშველები, პოლიცია და მოხალისეები დაშავებულების დასახმარებლად მივიდნენ, რუსეთმა მეორე ტალღა (9 მართვადი ბომბი) პირდაპირ თავშესაფარსა და სამაშველო ზონას დაუშინა. ეს არის ცნობილი რუსული ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი რეაგირების ჯგუფების განადგურებას და მსხვერპლის მაქსიმიზაციას.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ოკუპანტებმა კარგად იცოდნენ, რომ ამ სკოლაში ყოველ კვირას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის საკვებისა და მედიკამენტების დარიგება ხდებოდა. რუსულმა მხარემ გამოიყენა მომენტი, როდესაც ერთ წერტილში ასობით ადამიანი იყო თავმოყრილი.

რას წარმოადგენს ის დიდი სიმძლავრის რუსული ბომბი,რომელმაც თვაშესაფარში ჩასული მოსახლეობაც კი გაანადგურა?

ФАБ-3000 არის 3-ტონიანი საბჭოთა პერიოდის თავისუფლად ვარდნადი საავიაციო ბომბი, რომელიც რუსეთმა მართვად იარაღად გადააკეთა და აქტიურად იყენებს მძიმე თავშესაფრების, საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და სამრეწველო ობიექტების გასანადგურებლად.

ძველ, უმართავ ავიაბომბზე რუსი ინჟინრები ამაგრებენ სპეციალურ მოდულს (УМПК) — დასაკეც ფრთებსა და GPS/Глонасс-ის ნავიგაციის სისტემას. ეს საშუალებას აძლევს ბომბს, თვითმფრინავიდან ჩამოგდების შემდეგ, მიზნისკენ ჰაერში 60-70 კილომეტრის მანძილზე იფრინოს. შესაბამისად, რუსულ Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს შეუძლიათ მისი გაშვება უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში შესვლის გარეშე.

ამ ბომბის საერთო წონიდან (3 000 კგ) თითქმის 1 400 კგ სუფთა ფეთქებადი ნივთიერებაა (ტროტილი ან მისი ეკვივალენტი).

3-kami-1793865482.jpg
რუსული პლანირებადი და კორექტირებადი სამტონიანი ФАБ-3000,რომელიც პუტინის კრემლმა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელ იარაღად აქცია...

აფეთქების ეპიცენტრიდან 40-50 მეტრის რადიუსში ნებისმიერი შენობა, ბეტონის თავშესაფარი თუ საფორტიფიკაციო ნაგებობა მიწასთან სწორდება.მომაკვდინებელი ნამსხვრევები და დარტყმითი ტალღა 250-300 მეტრის რადიუსში ანადგურებს ცოცხალ ძალასა და მსუბუქ ტექნიკას. მიწაზე დაცემისას ბომბი ტოვებს 20-30 მეტრი დიამეტრისა და მინიმუმ 6-9 მეტრი სიღრმის კრატერს.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენ ჯარისკაცს კარგავენ ყოველდღიურად ფრონტზე უკრაინა და რუსეთი და რა კომპენსაციას იღებენ დაღუპულების ოჯახები?!

დიდი სკანდალი უკრაინაში და წიწაკის სპრეით "გაწუწული" კირილ ბუდანოვი - სარდაფში დეზერტირებს სცემდნენ?!

„შავი ოქტომბერი“ პუტინის სამხედრო ავიაციისთვის - რეკორდული დანაკარგები და - არა მარტო უკრაინელების „დახმარებით“

"ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს" - "პეტრიოტის" 500 ანტირაკეტას კი მოგყიდით, მაგრამ როდისთვის?

ФАБ-3000 -ის უზარმაზარი კინეტიკური ენერგია და ფეთქებადი ძალა მას საშუალებას აძლევს, შეაღწიოს მიწისქვეშა ბუნკერებში, მყარ სარდაფებსა და სქელ ბეტონის კონსტრუქციებში. შენობის შიგნით მყოფი ადამიანებისთვის, მაშინაც კი, თუ ისინი უშუალო ნამსხვრევებს გადაურჩებიან, უმძიმესი ბაროტრავმა (წნევის მკვეთრი ცვლილებით გამოწვეული შინაგანი ორგანოებისა და ფილტვების დაზიანება) ფატალური აღმოჩნდება ხოლმე.

საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ამ ტიპის ბომბების ჰაერში ჩამოგდება უკიდურესად რთულია, რადგან მათ არ აქვთ ძრავა, არ გამოყოფენ სითბურ კვალს და მიზნისკენ ძალიან სწრაფად მიექანებიან. ერთადერთ ეფექტურ გზად თავად იმ რუსული თვითმფრინავების განადგურება რჩება, რომლებსაც ეს ბომბები გადააქვთ.