ყირიმის ხიდის თაღი ჩამონგრეულია - ყირიმის ანექსიის რუსულ სიმბოლოს უკრაინულმა "ფლამინგომ" ბოლო მოუღო(ვიდეო) - კვირის პალიტრა

ყირიმის ხიდის თაღი ჩამონგრეულია - ყირიმის ანექსიის რუსულ სიმბოლოს უკრაინულმა "ფლამინგომ" ბოლო მოუღო (ვიდეო)

ის, რაც ვერ შეძლო უკრაინამ გუშინ, 16 ნოემბრის დილას მეოთხე შეტევით, დაასრულა დღეს, 17 ნოემბრის დილას მეხუთე დარტყმით -„პუტინის სიამაყისა“ და ყირიმის ნახევარკუნძულის რუსული ანექსიის სიმბოლოს - ყირიმის ხიდს ერთი თაღი აუფეთქეს და ჩამოუშალეს...

1-xidii-1794902769.png
უჩვეულო სანახავი -„პუტინის სიამაყეს“, ყირიმის ხიდებს, მხოლოდ ერთი თაღიღა დარჩათ, ჩამოშლილმა მეორე თაღმა კი ხიდების ქვეშ გემების გასასვლელი ჩახერგა...

ამავე, „არსენალბლოგის“ გუშინდელ სტატიაში "პუტინის სიამაყე" ყირიმის ხიდი მეოთხედ ააფეთქეს“, ვწერდით -„ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ეს ორი თაღი რჩება უკრაინელების მთავარ სამიზნედ, რადგან მათი ჩამოშლის შემთხვევაში, არა მარტო შეიზღუდება ანექსირებულ ყირიმში შეიარაღების შეტანა, არამედ რუსულ გემებს დროებით ჩაეკეტებათ გამოსასვლელი აზოვის ზღვიდან შავ ზღვაში...“

2-xidi-1794902769.png
ყირიმის ხიდები ასეთი აღარასოდეს იქნებიან...

და თუკი გუშინ უკრაინული ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგად დაზიანდა და რამდენიმე გრადუსით გადაიხარა ყირიმის საავტომობილო ხიდის 45 მ სიმაღლის რკინის თაღი, დღეს ხელმეორე შეტევის შედეგად ეს თაღი საერთოდ ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა, რითაც დროებით დაიბლოკა რუსული გემების გამოსვლა აზოვიდან შავ ზღვაში...

3-xidii-1794902768.png
2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის პირველი აფეთქება დანაღმული ტრაილერით...

და რაც ყველა საინტერესოა, დღევანდელი მეხუთე და გადამწყვეტი შეტევა ყირიმის ხიდებზე განახორციელა უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტამ - „ფლამინგომ“, რისი ამსახველი ვიდეოკადრები, გადაღებული თავად „ფლამინგოზე“ დაყენებული ვიდეოკამერით, უკრაინულმა მხარემ უკვე გაავრცელა...

ასევე დაგაინტერესებთ: დონბასის სრულად დათმობის სანაცვლოდ, ნატოში გაწევრიანების კვლავ შეპირებით, უკრაინას ისევ ატყუებენ?

პუტინი ილონ მასკის ხელით უკრაინას საპასუხო დარტყმას აყენებს

შურისძიება პუტინის მშობლიურ ქალაქში - უკრაინის ქალაქების დამბობველი მორიგი რუსი სამხედრო მფრინავი პოლკოვნიკი, პეტერბურგში, თავისივე ავტომობილში ააფეთქეს

"ლენინ-პუტინის“ ქალაქის დაცვისას უკრაინული დრონის ნაცვლად საკუთარი „ალიგატორი“ ჩამოაგდეს?!

ყირიმის ხიდი, რომელიც პუტინის პირად სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენდა, არანაკლებ დაცული იყო, ვიდრე რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი, როგორც საზენიტო-სარაკეტო კოპლექსებითა და ავიაგამანადგურებლებით, ისე - წყალზედა საპატრულო ხომალდებით და წყალქვეშა ბარიერებითაც კი და მიუხედავად ყოველივე ამისა, უკრაინელებმა მაინც შეძლეს საკუთარი, ნახევრადკუსტარული ფრთოსანი რაკეტით - „ფლამინგოთი“ ყველა ამ რუსული ბარიერის გადალახვა და სასურველი შედეგის მიღწევა...

4-xidii-1794902768.png
2023 წლის 17 ივლისს ყირიმის ხიდი მეორედ ააფეთქეს უკრაინული საზღვაო კამიკაძე-კატარღით...

ყირიმის საავტომობილო ხიდის მთავარი კონსტრუქციის - 227 მ. სიგრძისა და 45 მ. სიმაღლის თაღის ჩამოშლა დიდი ხნით შეაჩერებს არა მარტო საავტომობილო მოძრაობას ამ ხიდზე, არამედ ხელს შეუშლის გვერდით გამავალ სარკინიგზო ხიდზეც ეშელონებით საწვავისა და საბრძოლო მასალის გადასროლას ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე და თუკი ამის პარალელურად უკრაინა შეძლებს დონის როსტოვიდან ყირიმისკენ ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გამავალი საავტომობილო გზის ბლოკირებას კამიკაძე-დრონების მასობრივი შეტევებით, მაშინ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი ნახევარკუნძულიდან „კუნძულად“ გადაიქცევა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს მნიშვნელოვნად გაურთულებს ოპერატიულ მდგომარეობას ფრონტის სამხრეთ (ზაპოროჟიესთან) და სამხრეთ-დასავლეთ (ხესონისკენ) მიმართულებებზე...

5-xidi-1794902768.png
2025 წლის 3 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა წყალქვეშა დივერსია - ყირიმის ხიდის საყრდენ წყალქვეშა ხიმინჯებზე წინასწარ დამონტაჟდა დაახლოებით 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი ნივთიერება…

P.S. ოთხი წლის წინ, ყირიმის ხიდზე უკრაინელების პირველი დივერსიული შეტევის შემდეგ, ამავე ბლოგის 2022 წლის 9 ოქტომბრის სტატიაში „30 წამი და 700 მეტრი დააკლდა ყირიმის ხიდის კატასტროფულ დაზიანებას...“, ვწერდით - „ის, რომ აფეთება მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო გაუსწორდა გვერდითა პარალელურ სარკინიგზო ხიდზე მიმავალ შემადგენლობას, შეიძლება იმას მიუთითებდეს, რომ ეს მომენტი სპეციალურად შეარჩია აფეთქების მომწყობმა და ვიზუალურად აფიქსირებდა სიტუაციას ანუ სხვა მანქანით კუდში მიჰყვებოდა... თუმცა მას 30 წამი რომ მოეცადა, რა პერიოდშიც სატვირთო ავტომობილი კიდევ 700 მეტრს გაივლიდა, მაშინ აფეთქების შედეგი ყირიმის ხიდისთვის მართლაც რომ კატასტროფული იქნებოდა, რადგან აფეთქების ეპიცენტრი ყირიმის საავტომობილო ხიდის თაღის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რომელიც მისსა და ოცდაათიოდე მეტრით მარცხნივ მდებარე სარკინიგზო ხიდის თაღის კონსტრუქციებსაც სერიოზულ ზიანს მიაყენებდა...“

6-xidi-1794902768.jpg
2026 წლის 16 ნოემბერს უკრაინული საჰაერო კამიკაძე-დრონების დარტყმების შედეგად ყირიმის საავტომობილო ხიდის თაღი დაზიანდა და რამდენიმე გრადუსით გადაიხარა...

ოთხი წლის შემდეგ ეს სცენარი მართლაც გათამაშდა...

7-xidi-1794902767.png
2026 წლის 17 ნოემბერს უკრაინულმა „ფლამინგომ“ პირდაპირი დარტყმით მთლიანად ჩამოშალა ყირიმის საავტომობილო ხიდის 227 მ სიგრძის, 45 მ სიმაღლისა და 5 500 ტონა მასის რკინის თაღი...

P.S.S. რუსეთმა დღეს დილას უკვე მერამდენედ დაარტყა კიევის ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდებს, რომლებიც მდინარე დნიპროზე გადადის და მიუხედავად იმისა, რომ ამ ხიდებს კვაზიბალისტიკური „ისკანდერებით“ უტევენ, მათი ჩანგრევა მაინც ვერ შეძლეს...

ვიდეო: უკრაინული ფრთოსანი რაკეტის „ფლამინგოს“ შეტევის მომენტი ყირიმის ხიდზე...