ყირიმის ხიდის თაღი ჩამონგრეულია - ყირიმის ანექსიის რუსულ სიმბოლოს უკრაინულმა "ფლამინგომ" ბოლო მოუღო(ვიდეო)
ის, რაც ვერ შეძლო უკრაინამ გუშინ, 16 ნოემბრის დილას მეოთხე შეტევით, დაასრულა დღეს, 17 ნოემბრის დილას მეხუთე დარტყმით -„პუტინის სიამყისა“ და ყირიმის ნახევარკუნძულის რუსული ანექსიის სიმბოლოს - ყირიმის ხიდს ერთი თაღი აუეთქეს და ჩამოუშალეს...
ამავე, „არსენალბლოგის“ გუშინდელ სტატიაში "პუტინის სიამაყე" ყირიმის ხიდი მეოთხედ ააფეთქეს“, ვწერდით -„ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ეს ორი თაღი რჩება უკრაინელების მთავარ სამიზნედ, რადგან მათი ჩამოშლის შემთხვევაში არა მარტო შეიზღუდება ანექსირებულ ყირიმში შეიარაღების შეტანა, არამედ რუსულ გემებს დროებით ჩაეკეტებათ გამოსასვლელი აზოვის ზღვიდან შავ ზღვაში...“
და თუკი, გუშინ უკრაინული ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგად დაზიანდა და რამდენი გრადუსით გადაიხარა ყირიმის საავტომობილო ხიდის 45 მ სიმაღლის რკინის თაღი, დღეს ხელმეორე შეტევის შედეგად ეს თაღი საერთოდ ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა, რითაც დროებით დაიბლოკა რუსული გემების გამოსვლა აზოვიდან შავ ზღვაში...
და რაც ყველა საინტერესოა, დღევანდელი მეხუთე და გადამწყვეტი შეტევა ყირიმის ხიდებზე განახორციელა უკრაინულმა ფრთოსანმა რაკეტამ „ფლამინგომ“, რისი ამსახველი ვიდეოკადრები,გადაღებული თავად „ფლამინგოზე“ დაყენებული ვიდეოკამერით,უკრაინულმა მხარემ უკვე გაავრცელა...
ასევე დაგაინტერესებთ: დონბასის სრულად დათმობის სანაცვლოდ, ნატოში გაწევრიანების კვლავ შეპირებით, უკრაინას ისევ ატყუებენ?
პუტინი ილონ მასკის ხელით უკრაინას საპასუხო დარტყმას აყენებს
"ლენინ-პუტინის“ ქალაქის დაცვისას უკრაინული დრონის ნაცვლად საკუთარი „ალიგატორი“ ჩამოაგდეს?!
ყირიმის ხიდი , რომელიც პუტინის პირად სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენდა, არანკლებ დაცული იყო, ვიდრე რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი, როგორც საზენიტო-სარაკეტო კოპლექსებითა და ავიაგამანადგურებლებით, ისე წყალზედა საპატრულო ხომალდებით და წყალქვეშა ბარიერებითაც კი და მიუხედავად ყოველივე ამისა, უკრაინელებმა მაინც შეძლეს საკუთარი, ნახევრადკუსტარული ფრთოსანი რაკეტით „ფლამინოთი“ ყველა ამ რუსული ბარიერის გადალახვა და სასურველი შედეგის მიღწევა...
ყირიმის საავტომობილო ხიდის მთავარი კონსტრუქციის-227 მ სიგრძისა და 45 მ სიმაღლის თაღის ჩამოშლა დიდი ხნით შეაჩერებს არამარტო საავტომობილო მოძრაობას ამ ხიდზე, არამედ ხელს შეუშლის გვერდით გამავალ სარკინიგზო ხიდზეც ეშელონებით საწვავისა და საბრძოლო მასალის გადასროლას ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე და თუკი ამის პარალელურად უკრაინა შეძლებს დონის როსტოვიდან ყირმისკენ ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გამავალი საავტომობილო გზის ბლოკირებას კამკაძე-დრონების მასიური შეტევებით, მაშინ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი ნახევარკუნძულიდან „კუნძულად“ გადაიქცევა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს მნიშვნელოვანად გაურთულებს ოპერატიულ მდგომარეობას ფრონტის სამხრეთ(ზაპოროჟიესთან) და სამხრეთ-დასავლეთ(ხესონისკენ) მიმართულებებზე...
P.S. ოთხი წლის წინ, ყირიმის ხიდზე უკრაინელების პირველი დივერსიული შეტევის შემდეგ ამავე ბლოგის 2022 წლის 9 ოქტომბრის სტატიაში „30 წამი და 700 მეტრი დააკლდა ყირიმის ხიდის კატასტროფულ დაზიანებას...“, ვწერდით - „ის, რომ აფეთება მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო გაუსწორდა გვერდითა პარალელურ სარკინიგზო ხიდზე მიმავალ შემადგენლობას, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ეს მომენტი სპეციალურად შეარჩია აფეთქების მომწყობმა და ვიზუალურად აფიქსირებდა სიტუაციას, ანუ სხვა მანქანით კუდში მიჰყვებოდა...თუმცა, მას 30 წამი რომ მოეცადა, რა პერიოდშიც სატვირთო ავტომობილი კიდევ 700 მეტრს გაივლიდა, მაშინ აფეთქების შედეგი ყირიმის ხიდისთვის მართლაც რომ კატასტროფული იქნებოდა, რადგან აფეთქების ეპიცენტრი ყირიმის საავტომობილო ხიდის თაღის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რომელიც მისსა და ოცდაათიოდე მეტრით მარცხნივ მდებარე სარკინიგზო ხიდის თაღის კონსტრუქციებსაც სერიოზულ ზიანს მიაყენებდა...“
ოთხი წლის შემდეგ ეს სცენარი მართლაც გათამაშდა...
P.S.S. რუსეთმა დღეს დილას უკვე მერამდენედ დაარტყა კიევის ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდებს, რომლებიც მდინარე დნიპროზე გადადის და მიუხედავად იმისა ,რომ ამ ხიდებს კვაზიბალისტიკური „ისკანდერებით“ უტევენ, მათი ჩანგრევა მაინც ვერ შესძლეს...
ვიდეო: უკრაინული ფრთოსანი რაკეტის „ფლამინგოს“ შეტევის მომენტი ყირიმის ხიდზე...